Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა უკრაინასთან შეთანხმების დასადებად რუსეთს 10 დღე მისცა


დონალდ ტრამპი შოტლანდიიდან აშშ-ში გამგზავრების წინ. 29 ივლისი, 2025 წელი
დონალდ ტრამპი შოტლანდიიდან აშშ-ში გამგზავრების წინ. 29 ივლისი, 2025 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან შეთანხმების დასადებად რუსეთს 10 დღე მისცა. ჟურნალისტებთან საუბრის აუდიოჩანაწერი თეთრი სახლის YouTube-ზე გამოქვეყნდა.

პოლიტიკოსის თქმით, ამის შემდეგ მოხდება მის მიერ დაპირებული ტარიფების შემოღება. თუმცა, ის დარწმუნებული არ არის იმაში, რომ ეს მოსკოვზე გავლენას მოახდენს, რადგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „აშკარად სურს, რომ ომი გაგრძელდეს“.


ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ ტარიფების შემოღება გავლენას არ მოახდენს ნავთობის მსოფლიო ფასებზე, რადგან აშშ-ს შეუძლია წარმოების გაზრდა.

მანამდე, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ 100%-იან ტარიფებს დააწესებდა რუსეთის ექსპორტზე აშშ-ში, ასევე იმ ქვეყნების პროდუქციის ექსპორტზე, რომლებსაც სავაჭრო კავშირები აქვთ რუსეთთან. ასეთ შემთხვევაში, შეზღუდვები, შესაძლოა, სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩინეთს, ევროკავშირის ქვეყნებს, ინდოეთსა და თურქეთს შეეხოს. რუსეთთან ფართო სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოსაც.

ტრამპმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მიცემული ვადა 10-დან 12 დღემდე იქნებოდა. კრემლმა ტრამპის ნათქვამს უპასუხა, რომ ის „ცნობად მიიღო“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG