Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანიებმა "იმედმა" და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომის გადაღების ნებართვა მიიღეს


ფოტოკოლაჟი
ფოტოკოლაჟი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ტელეკომპანიებს "იმედსა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს ნება დართო გადაიღონ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა სააპელაციო სასამართლოში.

სხდომა დღეს 30 ივლისს 12:00 საათზეა დანიშნული. ეს არის პირველი შემთხვევა, მედიისთვის ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, როცა სხდომაზე კამერა დაუშვეს.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები 27 ივნისს ძალაში შევიდა. ცვლილებებით, სასამართლოში და სასამართლოს ეზოში ფოტოსა და ვიდეოს გადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია აიკრძალა, გადაღებაზე ნებართვა კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გასცეს.

ერთადერთი, რაც იქ დამსწრე ჟურნალისტებს შეუძლიათ, მოსმენილის და ნანახის წერაა სასამართლო სხდომების პარალელურად - ჟურნალისტებს შეუძლიათ სხდომაზე შეიტანონ ფურცელი და კალამი, კომპიუტერი და ტელეფონი. ოღონდ ტელეფონს გადასაღებად ვერ გამოიყენებენ.

გაუქმდა კანონით გარანტირებული უფლება, რომლის ძალითაც სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონის, კომპიუტერის და ჩამწერი ტექნიკის ჩამორთმევა დაუშვებელი იყო.

ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად არხებმა დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, რომ ყველა პროცესზე ითხოვდნენ გადაღების უფლებას. გიორგი ბაჩიაშვილის სხდომის გაშუქების მოთხოვნით განცხადება ორშაბათს 28 ივლისს გავზავნეს და პასუხი გუშინ მიიღეს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, მათ შორის "სინდისის პატიმრებად" მიჩნეული, პროდასავლურ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო სხდომების გადაღების უფლების მისაღებად, რამდენიმე დღით ადრე განცხადებით მიმართავს იუსტიციის საბჭოს ტელეკომპანია "პირველი". როგორც ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია, ეუბნება რადიო თავისუფლებას "არათუ თანხმობა, უარის პასუხიც არ მიუღია".

ლაივბლოგი და აკრძალული ფოტოვიდეოაუდიო სასამართლოდან
please wait

No media source currently available

0:00 0:51:35 0:00

იმსჯელეს თუ არა იუსტიციის საბჭოს წევრებმა სხდომაზე ნებართვებთან დაკავშირებით უცნობია. საბჭოს ბოლო სხდომა ორშაბათს ჩატარდა, უახლესი კი დღეს 14:00 საათზეა დანიშნული.

უწყებას, პრესსამსახური არ აქვს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ "შვებულებაშია და საქმის კურსში არაა".

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ თანხის უკანონო მითვისების საქმეზე სასამართლო სხდომა სააპელაციოში იმართება.

ყოფილი პრემიერისა და ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG