„მაინც მოვიგებთ ბოლოს, ხო იცით ბიჭებო", - დარბაზიდან ამ შეძახილით გააცილეს ბრალდებულები, რომლებიც ბადრაგებმა გაიყვანეს. სხდომა დასრულდა.
„სასამართლომ რჩევა დარიგებები მიიღო მხარეებისგან აღკვეთის ღონისძიებაზე", - ამბობს მოსამართლე და აგრძელებს, რომ „სასამართლო ხელმძღვანელობს გინივრულ ეჭვს მიღმა და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით".
„თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობდა. იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებამ დაასრულოს მტკიცებულებების გამოკვლევა ეს არ არის საფუძველი რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს".
ბრალდებულები იცინიან. სხდომა დასრულდა.
ადვოკატებისა და ბრალდებულების შუამდგომლობას პატიმრობის შეცვლაზე პასუხობენ პროკურორები: ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი. ისინი არ ეთანხმებიან აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, მიაჩნიათ, რომ ყველა გარემოება, რაც აქამდე აღკვეთის ღონისძიების საფუძველი იყო, ისევ სახეზეა.
ონისე ცხადაძე: მე რასაც მივხვდი, რასაც მოვუსმინე ადვოკატებს მემგონი ყველანაირი მიზეზი და გარემოება გაქვთ იმის, რომ ჩვენს უფლებადამცვეებს დაეთანხმოთ, მე რომ ვიყო ნეიტრალური პიროვნება, ამ დარბაზში რომ ვიჯდე, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, ამის დანახვას არაფერი უნდა... ყველა უნდა დაეთანხმოს, ჩემზე უკეთესად იცით ეს ყველაფერი თქვენ და მინდა, რომ დღეს გადადგათ სწორი ნაბიჯი.
მე მინდა დღეს გაგვიშვან... ჩემს ფსიქიკაში არის ესეთი რამ, ის, რაც მე დამემართა რეალურად ვერ აღვიქვამ, ვერ განვიცდი იმას, რასაც უნდა განვიცდიდე, რადგან ვერ ვდგავარ იმ ადამიანებთან, ვინც ამას განიცდის. მინდა ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნის საშუალება მომცეთ...ზოგს შვილი ჰყავს დატოვებული.. ზოგს... ფსიქიკაში ცარიელი ადგილები რჩება, ადამიანის გონებაში...ჩვენ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ცარიელ ადგილებს აქედან გასვლის შემდეგ ერთ წამში ამოვავსებთ. ციხის არ გვეშინია, კი არ ვბლატაობთ და თავს ვინმეს კი არ ვაჩვენებთ, პირიქით უფრო მეტად შევუწყობთ გამოძიებას ხელს და დავეხმარებით, მე არ მინდა რომ ნასამართლეობა მქონდეს, რადგან ეს ხელს შემიშლის ჩემს მიზნებში, რაც მაქვს დაგეგმილი. ანდროს არ უნდა უნდოდეს, 21 წლის ბიჭს არ უნდა უნდოდეს მიიმალოს, არსად მივიმალებით პირიქით დაგეხმარებით.
მინდა დაფიქრდეთ, ოდესმე ჩვენნაირი კრიმინალები თუ გყოლიათ საბრალდებო სკამზე, ადამიანებს ღიმილი არ გვაკლდება სახეზე, ამ სიტუაციაშიც მხნედ ვართ, კი რთულია მაგრამ... მთელი სულით და გულით ვგრძნობ, რომ ყველაფერი შეიცვლება და ის ადამიანები, რომლებიც ამას გავალებენ, აღარ იქნებიან.. ვინც ამ ყველაფერს გაკეთებინებთ და ვინც ამაში შეგითრიათ იმათ საერთოდ არ აინტერესებთ, მინდა ეს ამბავი ერთ იუმორისტულ ნომერში მოვყვე და დავივიწყო, არც ღვარძლი მექნება არც ბოღმა და არც შურისძიების განზრახვა. ამ ინსტიტუტის გამო გააკეთეთ, პროკურატურის გამო გააკეთეთ, პატივი ეცით თქვენს პროფესიას, რომელსაც ემსახურებით, რაღაც აფსურდში გვატარეს რვა თვე და მთავარმა გამომძიებელმა დაგვიდასტურა ეგ აბსურდიაო. დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და პირადად მოვალ და შევაკეთებ.
ანრო ჭიჭინაძე: აღმოჩნდა, რომ ახალი გარემოება არის და შესაბამისად, უნდა გადაისინჯოს აღკვეთი. მე ვერაფერს მოგიწოდებთ და ვერც რჩევას მოგცემთ, ჩემგან არასწორი მგონია გითხრათ, რა გადაწყვეტილება მიიღოთ, მე მგონი რომ სიმართლემ უნდა ილაპარაკოს, იყვიროს, იზეიმოს.
ის პერიოდი, რვა თვეა, სულ არის მოლოდინი, რომ რაღაც უნდა წარმოადგინონ ამ ადამიანებმა ვინც ჩემს წინ სხედან, არაფერი გამოჩნდა, წინა სასამართლოზე მთავარი მოწმე გამოცხადდა და თქვა, რომ არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს იმაში რაშის პროკურატურა გვედავება, შესაბამისად, მგონია ჩემი აზრია ასეთი, რომ თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას რომ ჩვენ აქედან წავიდეთ ციხეში, დამტკიცდება ის ჩემი ვარაუდი, მთავრობის წევრები ახდენენ ზეგავლენას სასამართლოზე, რაზეც მანამდე ვილაპარაკე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ აქედან ციხეში წავიდეთ. ვერაფერს მოგიწოდებთ და გეტყვით, აქ უნდა ილაპარაკოს სიმართლემ".
ფორუმი