Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე მეწყრის გამო გადაკეტილი გზა გაიხსნა


ფოტო არქივიდან: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი
ფოტო არქივიდან: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გუშინ, 31 ივლისის საღამოს, მეწყერი ჩამოწვა.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის დაბა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. დევდორაკი-ამალის ხეობაში კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

შსს-ს თანახმად, მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სასიგნალო შეტყობინება მყინვარ დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან მიიღეს.

„სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე“, - წერს უწყება.

„პრევენციის მიზნით“ ავტომანქანებისთვის დაკეტილი იყო საავტომობილო გზა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG