Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უფლებადამცველები მოითხოვენ 7 წლის ბიჭის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდების მოხსნას


პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინცია წლებია დაძაბულობის კერაა.
პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინცია წლებია დაძაბულობის კერაა.

პაკისტანის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა კომისიამ პარასკევს ხელისუფლებას მოუწოდა ტერორიზმის ბრალდება მოუხსნას 7 წლის ბიჭს, რომლის დაპატიმრებასაც სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციის პოლიცია ითხოვს სოციალურ მედიაში ანტისამთავრობო გამოსვლის ვიდეოს გაზიარების გამო.

ამ საქმემ ადამიანის უფლებადამცველებში აღშფოთება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ არასრულწლოვანის მიმართ ანტიტერორისტული კანონების გამოყენება ამ არასტაბილურ რეგიონში რეპრესიების გაძლიერებაზე მიუთითებს.

ბიჭი ამჟამად პატიმრობაში არ იმყოფება. მისი ადვოკატის თქმით, პოლიციამ ბიჭს ტერორიზმში ბრალი ხუთშაბათს წაუყენა. პაკისტანში ასეთ ბრალდებებს თავდაპირველად პოლიცია წაუყენებს ხოლმე, ხოლო ეჭვმიტანილები სასამართლოს წინაშე მოგვიანებით, წინასასამართლო სხდომაზე ცხადდებიან.

ბავშვს ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებენ, რადგან მან გასულ თვეში ადგილობრივი უფლებადამცველი აქტივისტის, გულზარ დოსტის მიერ წარმოთქმული ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლის ვიდეო გაავრცელა. აქტივისტი განათლების, ჯანდაცვისა და სამუშაო ადგილების გაუმჯობესების მოთხოვნით გამოდიოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG