Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ბათუმში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სრულდება.
ბათუმში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სრულდება.

მზია ამაღლობელის სასამართლო - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕ბათუმში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სრულდება. დღეს მის დასკვნით სიტყვას მოუსმენენ. ⭕“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ⭕ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე.

13:41 4.8.2025

13:36 - ნინო სახელაშვილმა შემდეგი სხდომა 6 აგვისტოს 14:00 საათზე დანიშნა.

13:40 4.8.2025

13:34 „ბოდიშებიც მაქვს მოსახდელი ჩემს ოჯახთან და "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" რედაქციასთან. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამ მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ. არ გატყდეთ, ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. მჯერა, რომ თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული, აზრის, სიტყვის დაცვისკენ მიმართული".

"თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ“, - ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ის თვალცრემლიანი იყო.

13:39 4.8.2025

13:33 მზია ამაღლობელი: „მადლობა კრიტიკულ მედიას და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც წინააღმდეგობის ჯგუფებს წარმოადგენენ. სადაც უნდა იყოთ, გახსოვდეთ, განუზომელი ძალის მატარებელია ის ხმა, რომელიც თქვენგან მოდის. ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების ძალას - ბრძოლა გამარჯვებამდე!“

13:38 4.8.2025

13:31 მზია ამაღლობელი: „ამ დარბაზში, ჩემგან მარცხნივ ხშირად ვხედავ ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მედიის საკითხებზე მუშაობენ. არ დაგიმალავთ, რომ მახარებს მათი აქ ყოფნა. მათი აქ ყოფნა არასდროს განმიხილავს ჩემს პირად მხარდაჭერად - მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვარ დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე. მადლობა საქართველოს მეგობრებს“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG