Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ბათუმში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სრულდება.
ბათუმში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სრულდება.

მზია ამაღლობელის სასამართლო - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕ბათუმში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სრულდება. დღეს მის დასკვნით სიტყვას მოუსმენენ. ⭕“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ⭕ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე.

13:06 4.8.2025

13:04 შემოვიდა მზია ამაღლობელის მეოთხე ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძეც. სხდომათა დარბაზის კარი დაიკეტა.

13:04 4.8.2025

13:02 - „ფეხზე არავინ არ გაჩერდეს“, ამბობს მანდატურის სამსახურის თანამშრომელი სხდომათა დარბაზში. ის ასევე აღნიშნავს, რომ სხდომის ფოტოვიდეოგადაღება აკრძალულია.

13:03 4.8.2025

სხდომას ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

13:03 4.8.2025

12:58 - სხდომათა დარბაზში შემოვიდნენ საქმის პროკურორები - თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG