Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ბათუმში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სრულდება.
ბათუმში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სრულდება.

მზია ამაღლობელის სასამართლო - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕ბათუმში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სრულდება. დღეს მის დასკვნით სიტყვას მოუსმენენ. ⭕“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ⭕ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე.

13:30 4.8.2025

13:21
​მზია ამაღლობელი აგრძელებს თხრობას:
დამაბრალეს ათასი სიგიჟე. არ გეგონოთ ამას უბრალო ადამიანები მაბრალებენ, ისინი მაღალ თანამდებობაზე არიან. განსაკუთრებით აქტიურობს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ამიტომ მინდა მას მივმართო: პოლიციელის ღირსების შელახვას „დიპ სტეიტი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსებას მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორებიცაა გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, გიორგი შეწირულზე თავდასხმის გამოუძიებლობაა. რასაც მათ უკეთებენ, ესაა თავდასხმა.

თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ. ამიტომაც ძალიან მიჭირს და არაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახველ ქმედებაზე, რაც პოლიციამ ჩაიდინა. ქალბატონო მოსამართლე, ამის კადრები არ მაქვს, ამიტომ კადრად წარმოიდგინეთ ის, რასაც მოგიყვებით: მშვიდ გარემოში მოულოდნელად ჩნდება პოლიცია, მაქცევს შუაში და ძირს ვეცემი, გადამთელავენ. ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ, ეს სილის გაწვნის შემდეგი ეტაპია - ფეხშიშველი, შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ - ხმაურით და გინებით ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე, მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა. მადლობა ეკუთვნით მათ.

ეს შემოვარდნები და გინებები სამჯერ განმეორდა - ყოველი შემდეგი შემოვარდნა იმაზე უარესი იყო ვიდრე წინა. ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა - ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეტყოდნენ „ჩაიფსას“, „არ გაიყვანოთ“. ეს პირი „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძეა.

13:32 4.8.2025

13:28 - მზია ამაღლობელი: „მესამე კადრი, ამის წარმოდგენა არ გჭირდებათ. საქმეში დევს 44-წამიანი კადრი - თქვენი გადასაწყვეტია, რას დაარქმევთ მას.

გთხოვთ, არ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ შუა ხნის ასაკში. არც ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. განაჩენის გამოტანის დროს თქვენი პროფესიის პატივისცემა და მტკიცებულებების შეფასება საკმარისია.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ. მაშინ, როცა სახელმწიფო დამიპირისპირდა და ყველა რგოლი ჩაერთო, ვისაც არ დაეზარა ქვა და ტალახი მესროლა (სახელისუფლებო ტროლებმა), ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ მათ. მათ შეძლეს ხმამაღლა არგუმენტებით და მტკიცებულებებით ესაუბრათ - მათ შეძლეს, ადამიანებში ჩემ მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა. დაიმახსოვრეთ მათი სახელები. ჩემი პატივისცემა მათ.

13:38 4.8.2025

13:31 მზია ამაღლობელი: „ამ დარბაზში, ჩემგან მარცხნივ ხშირად ვხედავ ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მედიის საკითხებზე მუშაობენ. არ დაგიმალავთ, რომ მახარებს მათი აქ ყოფნა. მათი აქ ყოფნა არასდროს განმიხილავს ჩემს პირად მხარდაჭერად - მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვარ დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე. მადლობა საქართველოს მეგობრებს“.

13:39 4.8.2025

13:33 მზია ამაღლობელი: „მადლობა კრიტიკულ მედიას და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც წინააღმდეგობის ჯგუფებს წარმოადგენენ. სადაც უნდა იყოთ, გახსოვდეთ, განუზომელი ძალის მატარებელია ის ხმა, რომელიც თქვენგან მოდის. ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების ძალას - ბრძოლა გამარჯვებამდე!“

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG