ნუგზარ ჭიტაძე ეკითხება კაციას, შესაძლებელია თუ არა მის საცხოვრებელ კორპუსთან ყველა მხრიდან ავტომობილით მისვლა. კაციას პასუხობს, რომ „360 გრადუსით".
შემდეგი კითხვაა, არის თუ არა შლაგბაუმი დამონტაჟებული მის კორპუსთან. კაცია ამბობს, რომ არ უნახავს.
ჭიტაძეს აინტერესებს, რა მეთოდით აპირებდა ტაქსის საფასურის გადახდას, კაცია პასუხობს, რომ დედის ბარათს იყენებდა, უმუშევარია, არ აქვს ბარათი და ამიტომ ქეში ჰქონდა მითითებული. პროკურორი აზუსტებს, რამდენი პოლიციელი დაითვალა მის გარშემო. კაცია ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს.
დაცვის მხარემ კითხვები დაასრულა, ახლა ნიკოლოზ კაციას კითხავს პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე.
ნიკა კაცია ამბობს, რომ შეუძლია იცნოს პირები, რომლებმაც პირი და იღლია შეუმოწმეს.
„50 კაცი რომ მოიყვანოთ, ამოვიცნობ".
ადვოკატი ნინო ლომინაძე ნიკა კაციას აჩვენებს საქმის მასალებიდან დოკუმენტებს და ეკითხება - თუ ახსოვს. ამბობს, რომ „არა".
ადვოკატი: თქვენ რამდენად გქონდათ შეხება ნარკოტიკებთან ან მოხმარებასთან
კაცია: ზოგადად ალკოჰოლი არის ის, რასაც ჩემს თავს ვაძლევ ნებას, რომ მივიღო, ამის მიღმა ზოგადად ვარ აი არ ვიცი არ არსებობს დღე, საპატიმროშიც ვერ ნახავთ ვერავის....
ფორუმი