Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იკითხება ბრალდებული დემონსტრანტი, ნიკა კაცია - ლაივბლოგი (05/08/2025)

16:54 5.8.2025

მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი თვალს არ აშორებს ნიკა კაციას იმ დროს, როცა ი საუბრობს.

ნიკა კაციას თქმით, შეექმნა სუნთქვის პრობლემა. მთლიანად მოგლიჯეს სახეზე, რაც ეფარა.

„სახის ახევას ჰგავდა, მეგონა სახიდანაც ამაძრობდა კანს და მოისროლა წინ და წინაც ვიღაც ჩაჯდა. ანუ მინიმუმ სამი ადამიანია", - ამბობს კაცია.

მისი მონაყოლის თანახმად, მათ მანქანა 115-ე სკოლასთან შეაყენეს. „არასდროს გაუგებრობაც კი არ მქონია ადამიანებთან, განცდა მაქვს რომ იგივე გზაზე ვარ[გულისხმობს ტვ პირველის ჟურნალისტზე, მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმას].

„პირველი შეძახილი, რომ “შე ნაბოზარო, მოხვალ შენ შსს-ში” მივხვდი, რომ ტიტუშკები არ იყვნენ", - ამბობს კაცია.

16:48 5.8.2025

ნიკა კაცია: „გვერდზე რომელიც მეჯდა, არ იყო ფხიზელი, ისიც ყარდა ალკოჰოლის სუნად. შიშის პირველი წამი გაჩნდა მაშინ, როდესაც დამახტა თავზე. გამეცინა, და ალბათ ისტერიული სიცილი იყო იმიტომ, რომ რეალურად მეგონა, რომ მცემდნენ. მე გამეცინა და დავიწყე ისტერიული, განწირული ღრიალი და წივილი “მიშველეთ.”".

16:47 5.8.2025

აგრძელებს ნიკა კაცია მოყოლას. ამბობს, რომ ტაქსში ჩაჯდომა და უცნობი პირების „თავზე დაჯდომა“ ერთი იყო.

„ჩავჯექი მანქანაში და მოვასწარი მხოლოდ იმის კითხვა, რომ ჯჰქონდა თუ არა საქართველოს ბანკი და მერე მძღოლის მხრიდან ეგრევე გამოიღო კარი და ტრადიციულად ტიტუშკის ჩაცმულობის ბიჭი ჩაჯდა მანქანაში და პირველი რაც გავიფიქრე იყო ის რომ ეს ბიჭი იყო ტიტუშკა და ვამბობდი “მგონი შეგეშა..” და ვეღარ მოვასწარი დასრულება რომ გამოიღო…მეორე კიარ შემოვიდა, თავზე დამახტა".

16:45 5.8.2025

ადვოკატი: რა დროისთვის გახვედით სახლიდან?

კაცია: დაახლოებით ოცი რო აკლია თერთმეტს…

ადვოკატი: რითი მიდიოდით

კაცია: მივდიოდი ტაქსით, მე მყავდა ბევრი ემიგრანტი…შესაბამისად მქონდა ტაქსის ფული.

“ზუსტად ჩემ სადარბაზოსთან არი პატარა ბილიკი და ამ ბილიკით გავედი პირდაპირ, სხვათაშორი იდგა ძალიან ბევრი ადამიანი, ჩემთვის ეს ცოტა უჩვეულო იყო იმიტომ რომ გვიანი იყო და იყო ზამთარი. დავინახე მერსედესი, თეთრი მანქანა, დაბურული მინებით. არ ვიცი ეს, ინტუიციურად მქონდა ის მომენტი, რომ…”, - ამბობს ის.

ადვოკატი ეკითხება, რა მდგომარეობაში იყო ტელეფონი? - დამჯდარიო ამბობს კაცია. „სწორედ ამიტომ მჭირდებოდა დამტენიო".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG