Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იკითხება ბრალდებული დემონსტრანტი, ნიკა კაცია - ლაივბლოგი (05/08/2025)

16:45 5.8.2025

„ვცხოვრობ დედასთან და ძმასთან ერთად“.

“2024 წლის 7 დეკემბრამდე აუცილებლად უნდა ვთქვა ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით იმ საკრალურ დღეს, როცა ცხადად დავაფიქსირე შსს თანამშრომლები თაბუკაშვილის ქუჩაზე, მათ გადამიღეს ვიდეო მაღაზიიდან გამოსვლისას. ხელში მეჭირა პარკი და მეორეში მოკიდებული სიგარეტი... ტიკ-ტოკში დადებულ ამ ვიდეოზე პირველი კომენტარი იყო: „ეს იმას ნიშნავს, რომ მალე დაგიჭერენ.“.

..ვიდეოში ისმის ჩემი ხმა…მე ეს კომენტარი არ დამისქრინავს სამწუხაროდ”

ნიკა კაცია საუბრობს მისი სოციალური ქსელის რეიტინგზე და რამდენად დიდი ‘engagement’ გამოიწვია მისმა დადებულმა და დამონტაჟებულმა ვიდეოებმა. მისი თქმით, ეს ვიდეოები იყო თავიდან ბოლომდე დოკუმენტური ჟანრის. მისი აზრით ამ ვიდეოების პოპულარიზაციამ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო.

“ჯგუფ ‘დაარეპორტესაც’ ჩავეხსენი იმიტომ რომ არ მქონდა დრო ყველაფერი მეკონტროლებინა. საღამოს როგორც ხდება ხოლმე, ჩემთან ჩართული იყო ტვ პირველი. უშუალოდ ის მომენტი როდესაც მაკა ჩიხლაძეს გრიბოედოვის ქუჩაზე ტიტუშკები რომ დაესხნენ თავს - ეს იყო ის მომენტი რამაც მე ძალიან ამაჩქარა, ავნერვიულდი, იმიტომ რომ ჩემს თვალწინ ვნახე მკვლელობის მცდელობა. მე სახლიდან ისე გამოვედი, რომ მაკა ჩიხლაძე იმ დღეს გადარჩა თუ არა არ ვიცოდი.”

“უშუალოდ რუსთაველზე მელოდებოდა ორი მეგობარი და უნდა ავსულიყავი მანდ…ბოლოს მახსოვს, რომ 10 საათიდან თერთმეტის ნახევრის პერიოდში რაღაც ქაოტურად გავიდა. უშუალოდ სახლიდან როცა გავედი, ესე არ დამიხედავს ტელეფონზე, დრო არ გამიკონტროლებია, იმიტომ რომ სხვაგან წასასვლელი არ მქონდა და დრო არ იყო ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანი…მქონდა სათვალე, აირწინაღი შავი, კიდევ მქონდა იმავე დღეებში ნაყიდი კეპი, რომელსაც ქონდა დამცავი სარტყელი. გარდა ამისა, თან მქონდა სანთებელა, დამტენი, ტელეფონი, სახლის გასაღები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.”

16:45 5.8.2025

ადვოკატი: რა დროისთვის გახვედით სახლიდან?

კაცია: დაახლოებით ოცი რო აკლია თერთმეტს…

ადვოკატი: რითი მიდიოდით

კაცია: მივდიოდი ტაქსით, მე მყავდა ბევრი ემიგრანტი…შესაბამისად მქონდა ტაქსის ფული.

“ზუსტად ჩემ სადარბაზოსთან არი პატარა ბილიკი და ამ ბილიკით გავედი პირდაპირ, სხვათაშორი იდგა ძალიან ბევრი ადამიანი, ჩემთვის ეს ცოტა უჩვეულო იყო იმიტომ რომ გვიანი იყო და იყო ზამთარი. დავინახე მერსედესი, თეთრი მანქანა, დაბურული მინებით. არ ვიცი ეს, ინტუიციურად მქონდა ის მომენტი, რომ…”, - ამბობს ის.

ადვოკატი ეკითხება, რა მდგომარეობაში იყო ტელეფონი? - დამჯდარიო ამბობს კაცია. „სწორედ ამიტომ მჭირდებოდა დამტენიო".

16:47 5.8.2025

აგრძელებს ნიკა კაცია მოყოლას. ამბობს, რომ ტაქსში ჩაჯდომა და უცნობი პირების „თავზე დაჯდომა“ ერთი იყო.

„ჩავჯექი მანქანაში და მოვასწარი მხოლოდ იმის კითხვა, რომ ჯჰქონდა თუ არა საქართველოს ბანკი და მერე მძღოლის მხრიდან ეგრევე გამოიღო კარი და ტრადიციულად ტიტუშკის ჩაცმულობის ბიჭი ჩაჯდა მანქანაში და პირველი რაც გავიფიქრე იყო ის რომ ეს ბიჭი იყო ტიტუშკა და ვამბობდი “მგონი შეგეშა..” და ვეღარ მოვასწარი დასრულება რომ გამოიღო…მეორე კიარ შემოვიდა, თავზე დამახტა".

16:48 5.8.2025

ნიკა კაცია: „გვერდზე რომელიც მეჯდა, არ იყო ფხიზელი, ისიც ყარდა ალკოჰოლის სუნად. შიშის პირველი წამი გაჩნდა მაშინ, როდესაც დამახტა თავზე. გამეცინა, და ალბათ ისტერიული სიცილი იყო იმიტომ, რომ რეალურად მეგონა, რომ მცემდნენ. მე გამეცინა და დავიწყე ისტერიული, განწირული ღრიალი და წივილი “მიშველეთ.”".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG