Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იკითხება ბრალდებული დემონსტრანტი, ნიკა კაცია - ლაივბლოგი (05/08/2025)

16:54 5.8.2025

მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი თვალს არ აშორებს ნიკა კაციას იმ დროს, როცა ი საუბრობს.

ნიკა კაციას თქმით, შეექმნა სუნთქვის პრობლემა. მთლიანად მოგლიჯეს სახეზე, რაც ეფარა.

„სახის ახევას ჰგავდა, მეგონა სახიდანაც ამაძრობდა კანს და მოისროლა წინ და წინაც ვიღაც ჩაჯდა. ანუ მინიმუმ სამი ადამიანია", - ამბობს კაცია.

მისი მონაყოლის თანახმად, მათ მანქანა 115-ე სკოლასთან შეაყენეს. „არასდროს გაუგებრობაც კი არ მქონია ადამიანებთან, განცდა მაქვს რომ იგივე გზაზე ვარ[გულისხმობს ტვ პირველის ჟურნალისტზე, მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმას].

„პირველი შეძახილი, რომ “შე ნაბოზარო, მოხვალ შენ შსს-ში” მივხვდი, რომ ტიტუშკები არ იყვნენ", - ამბობს კაცია.

17:02 5.8.2025

ნიკა კაციას თქმით, ფრაზები „რიჟიკა ხარ“, „რა გჭირს გოგო ხარ“ - ეს ფრაზები სწორედ ამ ეპიზოდში იყო.

„გაისმა ფრაზა “დავით ზარდიაშვილს” ხო არ იცნობო, და ეგრევე დავეჭვდი და ვუთხარი, რომ არა არ ვიცნობდი", - ამბობს კაცია.

მისივე თქმით, ტაქსის მანქანის უკან იდგა ორი მანქანა. კაციას მონაყოლის თანახმად, წინა სავარძელზე თავი შემოყო კიდევ ერთმა პირმა და დაინახა ცეცხლსასროლი იარაღი.

„წინა სავარძელზე დავინახე ქამარი, რაშიც იარაღი იყო მაშინ მივხვდი მართლა რომ ტიტუშკებვი არ იყვნენ ესენი მართლა შსს თანამშრომლები იყვნენ".

კაცია ამბობს, რომ მანქანები წინაც იდგა და უკანაც. ის ფიქრობდა, რის გამო შეიძლება მოეწყოთ ასეთი რამ პოლიციელებს.

„მანქანაში ჩაჯდომის მომენტი იყო ქაოტური, მაგ დროს ხალხელაური მეჯდა მარჯვნივ, არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, ასდიოდა სუნი. ოღონდ ხმა არ ამოუღია. წინა მძღოლის საჭესთან ჯერ ერთი დაჯდა მერე მეორე. ერთმანეთში იცით როგორი გადაძახილი იყო აი რაღაცა რომ გაქ დავალებული და რომ ადასტურებ “ეგ არის” “კი“

კაცია ამბობს, რომ პოლიციელები დედაზე ეკითხებოდნენ, იყო თუ არა სახლი, ის ძალიან ღელავდა და პოლიციელები დასცინოდნენ: „იიიი გოგო ხარ",


17:11 5.8.2025

კაციას თქმით, მძღოლი დაახლოებით სამჯერ გამოიცვალა და გლდანულას მიმართულებით წაიყვანეს.

„არმისული შუქნიშნამდე გადაუცხვიეს მარცხნივ და იქვე გააჩერეს მანქანა, მეორე მანქანა სედანი გაჩერდა და ერთი კიდევ უკან ჩანდა, რაღაც მომენტებში უკანა მანქანა იქოქებოდა და წინ მიდიოდა.... ბორკილი რა მონაკვეთში დამადეს ეს არ მახსოვს, ცივის შეგრძნებაც არ მახსოვს... „ახლა უნდა შეგამოწმოთ", იყო ასეთი ფრაზა და ეს არის ადამიანი „როსოფიცე[გიორგი] - რ.თ".

მას არ დაუნახავს, იყო თუ არა მიმდებარედ ხალხი. ის ამბობს, რომ არ ჰქონდა მოლოდინი, რომ რაიმე ცუდი მოხდებოდა, მაგრა დაიმსხვრა ეს მოლოდინი მომენტიდან, როცა მოითხოვა, რომ დასწრებოდა ვინმე შემოწმებას და უარი მიიღო.

„ამ პროცესებს ლაიტმოტივად მიჰყვება აქცია, სამ ლოკაციად დავყოფდი ამ ჩემს გზას და სამივე ლოკაციაზე... ამაზრზენი, მდაბიო, არაადამიანური ფრაზები".

მან არ იცის ტელეფონის სად წავიდა, რადგან ჯერ კიდევ 115-ე სკოლასთან, როცა იდგნენ, მაშინ გამოართვეს.

ამის შემდეგ ამბობს, რომ შეამჩნია როგორ ეკავა პოლიციელ მირზა ჯაფარიძეს ხელში ორი ტელეფონი.

„ვინც მე მირზან ჯაფარიძე მგონია, მას ხელში უჭირავს ორი ტელეფონი და უცბად მესმის “შენ რა გგონია კანონებში რაც წერია ეგ სიმართლეა?” და უცბად წამოიღო ჩემი ჯიბისკენ ხელი და ჩემი ბორკილიანი ხელი მოვკიდე და ვუთხარი არ გაქვთ ამის უფლებათქო. ჩამიყეს ჯიბეში ხელი.... იმ დროს არ გამახსენდა, რომელი მუხლები უნდა მეთქვა,ვიხსენებ რაღაცებს, სად რა წერია და გამახსენდა რომ მყავს ადვოკატის ყოლის უფლება - ადვოკატი არა ისო და ამას მოვაყოლე: „გეხვეწებით არ ჩამიდოთ-მეთქი... აგდებული და ძველბიჭური დამოკიდებულება ჰქონდათ"

17:18 5.8.2025

„ძალით გამხადეს და იმეორებენ, რომ უნდა შემამომწონ", - ჰყვება კაცია და ამბობს, რომ შეშინებულია „მარტო“, „უსუსური“. მან იცოდა მხოლოდ ის, რომ ჰქონდა უფლება ჰყოლოდა უფლებადმცველი.

„ჯინს რომ პატარა ჯიბე აქვს,,,წითელი საახალწლო ჯემპრი მეცვა და ცალკე მაგაზე დამცინეს, კაცს რა გაცვიაო და პატარა ჯიბეში მედო ჰიგიენური ტუჩსაცხი და სახის გასაწმენდი....გადამათრიეს.... ვაღიარებ ჩემს შიშსს[უბრუნდება აუდიტორიას - არ შეგეშინდეთ, მაქსიმალურად დაიცავით თქვენი თავი] ყველაფერს ვაკეთებ ბატივით იმისთვის, რომ არ მცემონ... სანამ დავდგებოდი ფეხზე, სანამ გავიმართებოდი, ვიყავი აბსოლუტურად შიშველი და პირველი დაპირება იყო, მანქანიდან გადათრევამდე რომ “ტრაკში პანღურით გაგიშვებთ…”. მიმაყენეს კედელთან, იდგა ძალიან ბევრი ადამიანი და ყველა გუნდურად დამცინოდა, იმ მომენტში დამამცირებელი იყო ეს. ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა".

მან თქვა, რომ ახსოს პოლიციელი ტელეფონით, რომელიც მას უღებდა, ამიტომ ეკითხებოდა მოწმეებს, ვის გადაუგზავნეს ფოტო და ვიდეო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG