Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იკითხება ბრალდებული დემონსტრანტი, ნიკა კაცია - ლაივბლოგი (05/08/2025)

17:21 5.8.2025

კაცია აგრძელებს მოყოლას:

„ამასობაში, მირზან ჯაფარიძემ, ნუ გამომძიებელმა, მაგრამ ეს ის გამომძიებელი არ იყო ვინც აქ[სასამართლოში] მოვიდა, დაახლოებით ერთი თავით სხვაობა იყო. მოვიდა და სამედიცინო ლურჯი ხელთათმანებით შუა და საჩვენებელი თითებით პირში ჩამიდო ხელი და კბილებზე დაიწყეს დაცინვა... იმ მომენტში ესეც დამამცირებელი იყო, პასუხს არ ვუბრუნებ იმიტომ, რომ სულ მაქვს იმის მოლოდინი რომ უნდა მგლიჯონ".

17:24 5.8.2025

კაციას თქმით, გასინჯეს კბილებზე და იღლიაზე გადავიდნენ[„ხელთათმანი არ გამოუცვლიათ". ის ამბობს, რომ „კარგად გამოუტარეს პირში, „აი დედა რომ ჩაგხედავს პირში" ისე და „იღლიაშიც უფათურეს ხელებში".

„სექსუალური ძალადობის შეგრძნება მქონდა", - ამბობს კაცია და ამატებს:„არ დამავიწყდება გამომძიებლის და როსოფიძის თვალით კავშირის, რომ ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ".

17:27 5.8.2025

კაცია: „ხელთათმანებიანი გამომძიებელი წავიდა და მძღოლის მხარეს კართან ჩემს თვალსაწიერს მოეფარა. ყველაზე ხშირად, ვინც დავინახე კომუნიკაციით იყო ხარხელაური და როსოფიძე. ინტენსიური როტაცია იყო და ძალიან ხშირად ცვლიდნენ ერთმანეთს. უკან რომ ჩამსვესმ მანქანაში სახეში მომაგდეს ქურთუკი და მახსოვს, რომ ჩაცმით ჩემით ჩავიცვი

17:29 5.8.2025

კაციას თქმით, პოლიციელებმა ტელეფონის პაროლი მოსთხოვეს, მან არ უთხრა, თუმცა თავად გაუხსნა მობილური თავისი სახის აიდით.

„ტელეფონმა გაიხსნა და ამას მოჰყვა კომენტარი: “ვა, ვა ნაზი ბიჭი თითის ანაბეჭდით ყოფილა.” და ამაზე მე გამეცინა იმიტომ, რომ თითის ანაბეჭდი არაფერ შუაში არ იყო სახით აღმიქვა ტელეფონმა", - ამბობს კაცია

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG