სად იყო ამ დროის განმავლობაში ტაქსის მძღოლი?, - ეკითხება კაციას ადვოკატი, ნინო ლომინაძე, ვინაიდან ბრალდებული პოლიციამ სწორედ ტაქსის მანქანით გადაიყვანა გლდანულას მიმართულებით.
კაცია ამბობს, რომ „არ იცის“.
„ხელი უნდა მოაწეროო მითხრეს, რომ არ გვიცემიხარ და აი, თქვენი ნივთებიო", - ამბობს კაცია და აზუსტებს, რომ მისი არც ერთი ნივთი დალუქული არ უნახავს. მას ხელი მოაწერინეს ფურცლებზე, რაღაცები გამოტოვეს.
„არ დამითვლია რამდენი პარკი იყო, დაწეპებული იყო ერთმანეთზე და ზემოდან რა კონტურიც იყო ის იყო შედარებით პატარა პარკი"...
„არ ვუცემივარ?” ეგრე დავწერო-თქო და არაო - რომ არ გაქ პრეტენზიაო. მითხრეს რომ ხელი უნდა მოაწეროო და მახსოვს რაღაც ფურცლები გამოტოვეს ანუ არ მომიწერია ხელი და უნდა მომეწერა ხელი, რომ დამედასტურებინა, რომ არ მცემეს და არც მერე არ მცემ- თთქო? და არაო დაკითხვაზე მიდიხართო და მერე წახვალთ სახლშიო".
კაცია ამბობს, რომ პოლიციელი, რომელიც სასამართლოში დაიკითხა, როგორც გამომძიებელი მირზა ჯაფარიზე, არასდროს უნახავს.
კაცია იხსენებს ეპიზოდს გზაში, როცა მისი თქმით, უთხრეს - „მაგარი შენძრეული ხარ".
„ამერიკის საელჩოს მიმართულებით მივდიოდით და ხიდის ქვეში რომ გავძვერით კონკრეტულად როსოფიძემ შემომთავაზა “მოწევ ხო?” და რას მეთქი “მოსაწევსო” მე ვუთხარი რომ არათქო და უცბად იყო მუხრუჭი და ოთხივე თავი იყო აქ [აჩვენებს სახესთან] იყვნენ გაოგნებულები ჩემ მტკიცე პასუხში . ამის შემდეგ იყო ფრაზა - „მაგარი შენძრეული ხარ".
„დაიძრა ისევ მანქანა და სად მივდივართ-მეთქი და უფროსთანო, დაგკითხავს და წახვალო. გზაში მიდის, აქციაზე ვინც ვიყავით, იმ ადამიანების ბედის, გენის, მომავლის, ყველაფრის გინება."
ფორუმი