"აშშ-ის აქვს ძალა რუსეთი აიძულოს, დათანხმდეს სერიოზულ მოლაპარაკებას. აშშ-სა და რუსეთს შორის ნებისმიერ შეთანხმებაში უკრაინა და ევროკავშირი ჩართული უნდა იყვნენ, რადგან საქმე ეხება უკრაინის და მთელი ევროპის უსაფრთხოებას" - თქვა კალასმა 10 აგვისტოს.
კალასის განცხადებები წინ უსწრებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირაშია დაგეგმილი. ევროპის ლიდერები მიესალმნენ ტრამპის ძალისხმევას 41 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად, თუმცა ისინი ხაზს უსვამენ მოსკოვზე ზეწოლისა და კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის აუცილებლობას.
კალასმა ასევე გამოაცხადა, რომ 11 აგვისტოს უმასპინძლებს ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, სამომავლო ნაბიჯების განსახილველად.
"საერთაშორისო სამართალი მკაფიოა: ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია ეკუთვნის უკრაინას", განაცხადა კალასმა და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კიევს - რომელმაც უარყო აშშ-ის მინიშნებები რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიების დათმობის შესაძლებლობაზე.
კალასის თქმით, ნებისმიერი შეთანხმება უნდა მიემართოს რუსეთის სამომავლო აგრესიის თავიდან აცილებას უკრაინის, ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ევროპის წინააღმდეგ.
ფორუმი