Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპს ალასკის სამიტის შემდეგ „სწრაფი“ სამმხრივი შეხვედრა სურს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ სურს, „თითქმის დაუყოვნებლივ შედგეს მეორე შეხვედრა ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის, თუ მათ ჩემი იქ ყოფნა სურთ“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის უარი უკრაინაში ომის სწრაფად შეჩერებაზე მისთვის „უკიდურესად სერიოზულ“ შედეგებს მოიტანს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან შეხვედრა აუცილებელია იმის გასაგებად, „სად ვართ“ და „რას ვაკეთებთ“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პუტინთან შეხვედრისას „საჭირო პასუხებს“ ვერ მიიღებს, შემდეგი შეხვედრა აღარ გაიმართება.


ამასთანავე, ტრამპმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა პუტინის დარწმუნებას, შეწყვიტოს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, რადგან „მას ეს საუბარი უკვე ჰქონდა მასთან“.

დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან ოთხშაბათს გამართულ კონსულტაციებს „ძალიან კარგი“ უწოდა.

აშშ-რუსეთის სამიტი 15 აგვისტოს ანკორიჯში გაიმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG