Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი-პუტინის შეხვედრის გამო აშშ დროებით აუქმებს რუსეთის საწინააღმდეგო ზოგიერთ სანქციას


შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში
შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 20 აგვისტომდე შეაჩერა რუსეთისთვის დაწესებული ზოგიერთი სანქციის მოქმედება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 აგვისტომდე ნებადართული იქნება საზღვარგარეთ რუსეთის მავნე საქმიანობისა და უკრაინის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის დაწესებული სანქციებით აკრძალული ტრანზაქციები, რომლებიც საჭიროა ალასკის შტატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეხვედრის მხარდასაჭერად და მასში მონაწილეობისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში.

შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულია რუსეთის არაერთი ოფიციალური პირიც, რომლებიც პუტინის თანმხლებ დელეგაციაში იქნებიან.



ფორუმი

XS
SM
MD
LG