შეხვედრის ტრანსლაციას აწარმოებდა თეთრი სახლის იუტუბის არხი. პრეზიდენტებმა ფოტოები გადაიღეს პლაკატის, "ალასკა-2025-ის" ფონზე და აშშ-ის პრეზიდენტის ავტომობილით მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის თქმით, ერთი-ერთზე ფორმატით დაგეგმილი სამიტი რეალურად გაიმართება ფორმით სამი-სამზე - შეხვედრაში აშშ-ს მხრიდან პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. პუტინს შეუერთდებიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი. ანალიტიკოსების აზრით, ეს ცვლილება მიანიშნებს, რომ ალასკის სამიტის მიმართ თეთრი სახლი უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენს, ვიდრე 2018 წელს ჰელსინკიში - სადაც ტრამპი და პუტინი პირისპირ შეხვდნენ მხოლოდ თარჯიმნებთან ერთად, ორი საათის განმავლობაში.
სამიტის დასრულების შემდეგ პუტინის და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს.
ფორუმი