„ამ კვირაში იქნება კონტაქტები თურქეთთან, კონტაქტები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ევროპის სახელმწიფოებთან, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთთან მოლაპარაკებების მასპინძლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში. - „ჩვენი მხრიდან ყველაფერი მაქსიმალურად მომზადდება ომის დასასრულებლად“.
ზელენსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ ის და უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კატარში იმყოფებოდნენ ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან შესახვედრად.
ზელენსკიმ პუტინს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრისთვის დღის წესრიგი არ მომზადებულა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, რუსეთი "მნიშვნელოვან დათმობებზე" წავიდა უკრაინასთან შეთანხმებასთან მიმართებით. ვენსი თვლის, რომ პროცესში პროგრესია, თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს მკაფიო ნიშანი, რომ ომი დასასრულისკენ მიდის.
ფორუმი