„ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ (მეორე ქმარი შეირთოო და არღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას), სასამართლოში შევხვდებით!“ - წერს თეა წულუკიანი და მათ მოუწოდებს: „ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ სიბინძურეები და სხვადასხვა უხამსობები წაშალოთ. ან არ წაშალოთ“.
მეორე დღეა სოციალურ ქსელ ფეისბუკში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თეა წულუკიანის შესაძლო მეორედ გათხოვების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში სწორედ ამ ცნობას გამოეხმაურა, როცა პოლიტიკოსს, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ყოფილ ლიდერს, ირინა სარიშვილს, უპასუხა:
„გერგეტის სამებაში დავიწერე ჯვარი ნუგზარ კაკულიაზე, სადაც ორივე მხარე მოძღვრის წინაშე ჩვენივე ნებით დავდექით. ჯვრის ერთგულება კი ჩემი ერთ-ერთი თვისებაა, რომელსაც ვერ მოვიშლი“.
თეა წულუკიანი 2016 წელს, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს, გათხოვდა. მან ნუგზარ კაკულიაზე იქორწინა. მათ 2017 წლის მარტში შვილი ეყოლათ.
პოლიტიკოსმა ბოლო დეკლარაცია 2025 წლის თებერვალში შეავსო. ოჯახის შესახებ მონაცემები ამ დოკუმენტშია ასახული.
ფორუმი