Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ბალტიაში სამხედრო წვრთნებს ატარებს რუსეთთან დაძაბულობის ფონზე


გერმანელი საზღვაო ქვეითი (მარჯვნივ) „კვადრიგას“ ემბლემით, ბუნდესვერის ნავსადგურის დაცვის ქვედანაყოფის გვერდით ვარნოუს გემთსაშენ ქარხანაში, როსტოკში, „კვადრიგა 2025-ის“ სამხედრო წვრთნების დროს. 4 სექტემბერი, 2025
გერმანელი საზღვაო ქვეითი (მარჯვნივ) „კვადრიგას“ ემბლემით, ბუნდესვერის ნავსადგურის დაცვის ქვედანაყოფის გვერდით ვარნოუს გემთსაშენ ქარხანაში, როსტოკში, „კვადრიგა 2025-ის“ სამხედრო წვრთნების დროს. 4 სექტემბერი, 2025

გერმანია მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს, რომლებიც ფოკუსირებულია ლიეტუვაში ჯარებისა და აღჭურვილობის გადაყვანაზე.

გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობა ხუთშაბათს როსტოკის პორტში ბალტიის ქვეყნების ელჩებთან და სხვა ქვეყნების ოფიცრებთან ერთად დაესწრო ნავსადგურიდან სამხედრო მანქანებით დატვირთული ბორნის გასვლას, რომელიც ლიეტუვაში, კლაიპედაში მიემართებოდა პოლიციის, კორვეტის, ნაღმმტყორცნისა და ვერტმფრენის თანხლებით.

Quadriga-ს სახელით ცნობილ წვრთნებს გერმანიის საზღვაო ფლოტი ხელმძღვანელობს და მის სხვადასხვა კომპონენტში არმია და საჰაერო ძალებიც ერთვებიან. მასში მონაწილეობს 8000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე 14 ქვეყნიდან. მათ შორის არის ნატოს ყველა მოკავშირე ქვეყანა, რომლებსაც ბალტიის ზღვაზე აქვთ გასასვლელი, ასევე აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და კანადა.

„კვადრიგა“ რამდენიმე კვირას გრძელდება და მოსალოდნელია, რომ მისი ნაწილი დროში, თუმცა არა გეოგრაფიულად, დაემთხვევა რუსეთისა და ბელარუსის მიერ თვის ბოლოს დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ამ წვრთნებში, სავარაუდოდ, 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG