სუსს განცხადებაში არ მიუნიშნებია, რომ ამ ორ ადამიანს ან საქმეს შორის რაიმე კავშირი არსებობს.
მანამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები მიანიშნებდნენ, რომ მმართველ პარტიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ლევან ხაბეიშვილი მათი ყოფილი თანაგუნდელისგან იღებდა.
ხაბეიშვილის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში ლევან ხაბეიშვილს „სასაცილო კაცი“ უწოდა.
ბოლო რამდენიმე თვეა, ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის დაპირისპირების შესახებ ცნობებს ავრცელებს.
მმართველი გუნდის ამჟამინდელი ლიდერები, მათ შორის კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელებს „ხაბეიშვილთან კავშირების“ გამო ისე საყვედურობენ, რომ მათ გვარებს არ ასახელებენ.
დღესვე, როდესაც ხაბეიშვილზე საუბრობდა, კობახიძემ განაცხადა:
„ლევან ხაბეიშვილი არის სასაცილო კაცი, რომელსაც მეორე სასაცილო კაცი აძლევს მესიჯებს და ლაპარაკობს“.
„სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ“, - თქვა მან და არ დაასახელა ვის გულისხმობდა.
დაკავების საფუძვლები შემდეგია:
- ჯუანშერ ბურჭულაძე: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. 2025 წლის ივლისში ამავე უწყებამ დააკავა ბურჭულაძის გარემოცვის წევრები - მისი ყოფილი მოადგილე, ცოლისძმა და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.
- ლევან ხაბეიშვილი: „ქრთამის შეთავაზების“ ბრალდებით - იმის გამო, რომ ის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 ლარს საჯაროდ ჰპირდებოდა აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.
- ხაბეიშვილის შემდეგ დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც.
ფორუმი