ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება “უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება|.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.
სასამართლო პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ლევან ხაბეიშვილის განცხადების გაკეთების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა ტაში დაუკრეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. მათ სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დაატოვებინეს.
სწორედ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილია ის მოსამართლე, რომელმაც სუს-ის მიმართვის საფუძველზე ლევან ხაბეიშვილის დაკავების განჩინება გასცა. ამ მიზეზით ადვოკატებმა და ბრალდებულებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს. თუმცა ფიქრია სიქტურაშვილმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პროცესი მედიისთვისაც დახურულია.
ფორუმი