Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონების საფრთხის გამო პოლონეთმა სამხედრო ავიაცია აუშვა ცაში


საილუსტრაციო ფოტო: პოლონეთის სამხედრო ავიაცია ვარშავის მახლობლად, 15 აგვისტო, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: პოლონეთის სამხედრო ავიაცია ვარშავის მახლობლად, 15 აგვისტო, 2023.

პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო თვითმფრინავები აუშვა ცაში. რეიდში ნატოს თვითმფრინავები მონაწილეობენ. ამის შესახებ პოლონეთის ოპერატიული სარდლობა იტყობინება.

„პოლონეთისა და მოკავშირეთა თვითმფრინავები ჩვენს საჰაერო სივრცეში მოძრაობენ, ხოლო ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები მაღალ მზადყოფნაშია მოყვანილი. ეს ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მოქალაქეების დაცვას, განსაკუთრებით საფრთხის ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე“, ნათქვამია განცხადებაში.

ასეთი ზომების მიზეზად ასახელებენ პოლონეთის მოსაზღვრე უკრაინის რაიონებში დრონებით თავდასხმების საფრთხეს.

9-10 სექტემბრის ღამეს დაახლოებით 20-მა დრონმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე. პოლონეთისა და ნატოს წევრი ქვეყნების გამანადგურებლები ჰაერში აფრინდნენ, რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ინციდენტს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა.

რუსეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე დარტყმები განახორციელეს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლონეთში სამიზნეებზე თავდასხმა არ ჰქონდათ დაგეგმილი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG