უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ობიექტის რაიონში დაფიქსირებულია აფეთქებები და ხანძარი, დარტყმის კონკრეტული შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა. სარდლობა არ ამბობს, რომელი საშუალებებით დაარტყეს სარატოვის ქარხანას.
გამთენიისას რუსული წყაროები სარატოვზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ. ადგილობრივ ხელისუფლებას ქარხანაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში სარატოვის ოლქში გაანადგურეს 18 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის მფლობელიც კომპანია „როსნეფტია“, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით ადრეც არაერთხელ შეუტიეს, მათ შორის 2025 წლის იანვარში, თებერვალსა და აგვისტოში.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
ფორუმი