22 წლის ტაილერ რობინსონს ბრალი 16 სექტემბერს წაუყენა იუტის შტატის პროკურატურამ.
ბრალის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა ჯეფ გრეიმ განაცხადა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა იქნება ტაილერ რობინსონის სიკვდილით დასჯა.
გამოძიების თანახმად, ტაილერ რობინსონმა ჩარლი კირკი განზრახ მოკლა მისი შეხედულებების გამო.
კონსერვატორ ბლოგერს და აქტივისტს, პრეზიდენტ ტრამპის აქტიურ მხარდამჭერ ჩარლი კირკს 10 სექტემბერს ესროლეს იუტა ველის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს.
მძიმედ დაჭრილი 31 წლის ჩარლი კირკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 22 წლის ტაილერ რობინსონი 12 სექტემბერს დააკავეს.
ფორუმი