საპატიო მოქალაქის სტატუსით დააჯილდოვეს:
- ზურაბ აბაშიძე - დიპლომატი;
- ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგი;
- ჯენარო ქრისტესაშვილი - რეპროდუქტოლოგი;
- დავით ევგენიძე - კომპოზიტორი;
- ზურაბ თურმანიძე - ზოგადი ქირუდგი;
- ნოდარ ჩხარტიშვილი - ბიოლოგი;
- ნანული აბესაძე - მსახიობი;
- ოთარ გაბელაშვილი - ინჟინერი, სამთოგეოლოგი;
- ბაკურ კიღურაძე - არქიტექტორი, მეცნიერი;
- თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატვარი;
- გოგა პიპინაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი;
- თენგიზ გუგეშაშვილი - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თოდუას კლინიკის თორაკო-აბდომინალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- თინა მგალობლიშვილი - დიქტორი, მსახიობი;
- თომზირ ცომაია - სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე;
- თეიმურაზ ჩიგოგიძე - ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
- არჩილ გოგელია - მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი;
- თინათინ ბუკია - ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
- ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე - გამომცემელი, მეცენატი;
- გიორგი ბურჯანაძე - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;
- ლეილა მუმლაძე - მუსიკოსი, პედაგოგი;
- ნუგზარ კვაშალი - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი;
- რომან (რომა) რცხილაძე - მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი;
- ნანული სარაჯიშვილი - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;
- ნიკოლოზ შენგელაია - მხატვარი;
- გივი ჭიჭინაძე - ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი;
- მანანა თოდაძე - მომღერალი, მსახიობი;
- რეზო ჭანიშვილი - ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე;
- თამაზ მოლაშვილი - მუსიკოსი, პედაგოგიური მოღვაწეობის 65-წლიანი სტაჟით;
- მალხაზ დოლიძე - პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურმეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- ჯიმი ყიფიანი - იურისტი, ყოფილი მოსამართლე.
„საპატიო თბილისელების“ გამოვლენამდე ცერემონიალების სასახლის (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში) ეზოში კონცერტი გაიმართა, სადაც იმღერა მაია ჯაბუამ.
ფორუმი