“სიუჟეტში, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან წასული ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომან ქარცივაძის მიმართ გახმოვანდა რამდენიმე აბსურდული ბრალდება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას”, - ნათქვამია განცხადებაში.
27 სექტემბერს „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ერთ-ერთი ყოფილი სპეცრაზმელი გდდ-ის ახალი უფროსის, რომან ქარცივაძის შესახებ ამბობს, რომ “გდდ-ის “ახალი ხარება” - ქარცივაძე იპარავდა სპეცრაზმელების საცვლებს, იცვამდა და ისე გაჰქონდა განყოფილებიდან… იპარავდა ტუშონკებს, წიწიბურას, ზეთს, საჭმელსაც იპარავდა, რაც სპეცრაზმისთვის იყო განკუთვნილი“.
შს სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მედიასაშუალებისგან ღირსების შემლახავი ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არ გამომდინარეობს არანაირი ფაქტობრივი გარემოებიდან და რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო, რომელიც დაკომპლექტებულია პატრიოტი და მამაცი სპეცრაზმელებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დაიცვან სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები. მათზე თავდასხმას ობიექტურად განვიხილავთ, როგორც ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ნებისმიერ მედიასაშუალებას, რომელიც მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით ცდილობს მათი პოლიტიკური ამოცანების შესრულებას - თავი შეიკავონ ღირსების შემლახავი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ქართული პოლიციის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოებისგან”, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი