ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ისინი პასუხისმგებელნი არიან 2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სანქციები დაუწესდათ:
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს;
მოსამართლე კობა ჩაგუნავას;
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს;
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას;
პროკურორ ლაშა კოტრიკაძეს.
წელს, იანვარში ჩეხეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ სამ მაღალჩინოსანს:
- ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ - შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს. ის აშშ-ის, ბრიტანეთისა და ბალტიის ქვეყნების მიერაა სანქცირებული;
- ვაჟა სირაძეს, საპატრულო პოლიციის უფროსს;
- მირზა კეზევაძეს, ხარაზიშვილის მოადგილეს.
ივნისსა და ივლისში ხარაზიშვილმა და კეზევაძემ თანამდებობები დატოვეს, სირაძე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციები აქვთ დაწესებული ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, მათ შორის ესტონეთს, ლიეტუვას, ლატვიას და გერმანიას, ასევე - დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და უკრაინას.
ფორუმი