სუსში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ამავდროულად არის თბილისის საკრებულოს წევრი, დააკავეს ვიდეომიმართვის გამო, რომელიც გუშინ, 30 სექტემბერს გამოაქვეყნა მან „ფეისბუკში“. მას ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გაკეთებას.
„მან განათავსა ვიდეო, სადაც მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით არჩევნები „რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი - „სპეცოპერაციის პუნქტად“, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება, „ივანიშვილად“ მოიხსენია, - რაც ბუნებრივია, ვერ გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას“, - თქვა სუსის უფროსის მოადგილემ.
4 ოქტომბერს, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების „მშვიდობიანად დამხობას“ აპირებს - დაგეგმილია აქცია პარლამენტის შენობასთანაც.
ზვიად კუპრავამდე, 11 სექტემბერს ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც. მასაც ედავებიან საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს, რომელშიც ის „ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაზე“ საუბრობდა.
ფორუმი