Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი ადასტურებს, რომ ჩაქვში გარდაცვლილი კაცი მათი უწყების თანამშრომელია


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ პირველ ოქტომბერს ჩაქვში გარდაცვლილი შუახნის კაცი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.

სუსის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე გარდაცვალების ფაქტზე არსებობს „მხოლოდ ერთი ვერსია“:

„მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი ვერსია არსებობს, თვითმკვლელობა. ამას ადასტურებს სხვადასხვა მტკიცებულება. სხვა დეტალების დაზუსტებისგან თავს შევიკავებთ გამოძიებისა და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სუსში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შუახნის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობა მიყენებული. ის ყოფილი ტურბაზის შენობაში ნახეს გარდაცვლილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG