Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართა. პარალელურად მოეწყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

21:48 4.10.2025

რუსთავში მერის პოზიციაზე ორი ქალი კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) და თამარ კეკენაძე („გახარია საქართველოსთვის“) ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.


21:51 4.10.2025

ორბელიანების მოედანზე პროტესტის პარალელურად ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების“ ოფისთან მოქალაქეებს გამარჯვება მიულოცა

21:53 4.10.2025

დაშავდა 14 პოლიციელი, ერთი მძიმედ, გამოძიება 4 მუხლით დაიწყო - მინისტრის მოადგილე


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ დღეს საღამოს განვითარებული მოვლენებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს, - რაოდენობას ჯერჯერობით არ აზუსტებს. მისი თქმითვე, 14 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ერთი - „მძიმედ“.

21:54 4.10.2025

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეჭრის მცდელობას.


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG