Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართა. პარალელურად მოეწყო ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები.

10:07 5.10.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია.

10:32 5.10.2025

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ მეორების კანდიდატება გაიმარჯვეს.

12:36 5.10.2025

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, კახა კალაძე მესამედ დაიკავებს თბილისის მერის თანამდებობას.

ცესკოს თანახმად, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძეს ხმა მისცა 214 872 (71,58%) თბილისელმა.

12:37 5.10.2025


მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, ლევან ყაველაშვილის განცხადებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ბურჭულაძე თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG