Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის დაშლა დაიწყეს


თბილისში, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო. საპოლიციო ძალები დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას ცდილობს.

წყლის ჭავლის გაშვებამდე, პოლიცია იყენებდა წიწაკის სპრეისაც - დემონსტრანტების გამაფრთხილებელი ხმა სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გაისმა. მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვეს ცრლემდენი გაზი.

ტელევიზიების გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ფიზიკურად ძალადობენ პოლიციელებიც და აქციის მონაწილეებიც. დემონსტრანტები ისვრიან გაურკვეველ ნივთებს.

დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თავისუფლების მოედნიდან მივიდნენ, სადაც იყო შეკრების მთავარი ადგილი „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრმა, პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ.

ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა დემონსტრანტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან. პირველად პოლიციამ მაშინ გამოიყენა წიწაკის სპრეი.

„ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის“ სურვილით აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით დაიგეგმა 4 ოქტომბრისთვის, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. არჩევნები 20:00 საათზე სრულდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG