შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, პოლიციელისგან ქრთამის სანაცვლოდ მოქალაქეების პირადი ინფორმაციის გაცემის ფაქტს შშს-ს გენერალური ინსპექცია და პროკურატურა ერთობლივად იძიებდნენ.
გამოძიების მიხედვით, დაკავებული პოლიციელი საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას შსს-ს საინფორმაციო ბაზაში ამოწმებდა შემდეგში მესამე პირზე გადასაცემად - ამ ბაზაზე წვდომა მხოლოდ პოლიციელებზე აქვთ. სისტემაში შესვლისას ყველა პოლიციელი, რომელიც ამა თუ იმ პირზე ინფორმაციას ამოწმებს, "კვალს ტოვებს", ანუ სისტემა "ხედავს" რომელი ანგარიშით გადამოწმდა ესა თუ ის მოქალაქე.
"დაკავებისას რ.დ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების დანახვაზე, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც მოახდინა შეჯახება.
აღნიშნულის შემდგომ მიატოვა ავტომობილი და ფეხით შეეცადა მიმალვას, რა დროსაც სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული" - ნათქვამია პრესრელიზში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.
ფორუმი