Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ საკონსტიტუციო პარტიას გააუქმებს, წევრებს პოლიტიკაში ყოფნაც აეკრძალებათ - „ოცნების“ კანონპროექტი


პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ხმის მიცემის დროს.
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ხმის მიცემის დროს.

„ქართულმა ოცნება“ დაჩქარებული წესით აპირებს მიიღოს ახალი კანონი, რომელიც ყველა იმ პოლიტიკოსს შეეხება, რომელთა პარტიასაც საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს. სადავო პარლამენტში კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა, შინაარსზე კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.

კანონპროექტის მიხედვით:

  • თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა.


როგორც კირცხალიამ თქვა, ამ პოლიტიკოსების სხვა პარტიებში გაწევრიანებაც აიკრძალება და მათ ვერც საარჩევნო სიებში ჩაწერენ:

„წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება“.

გარდა ამისა, პოლიტიკოსს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება გავრცელდება, არ შეეძლება პარტიისთვის შემოწირულებების გაკეთება.

„ქართული ოცნება“ პირველ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას გეგმავს - როგორც ირაკლი კირცხალიამ თქვა, საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად არის. თუკი კანონს სარჩელის წარდგენის შემდეგ მიიღებენ, შესაძლოა ახალი რეგულაციების გავრცელება-გაუვრცელებლობის საკითხი სამართლებრივი დავის საგანი გახდეს.

ხელისუფლებაში მყოფი პარტია გეგმავს სარჩელს საფუძვლად დაუდოს სადავო პარლამენტში მათ მიერვე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG