Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან შეხვედრას გეგმავს ბუდაპეშტში


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზდიენტი, დონალდ ტრამპი, ალასკა, აშშ, 2025 წლის 15 აგვისტო
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზდიენტი, დონალდ ტრამპი, ალასკა, აშშ, 2025 წლის 15 აგვისტო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 16 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბარი იყო "ფრიად პროდუქტიული". ტრამპმა ეს დაწერა საათ-ნახევარზე მეტი დროის შემდეგ, რაც Truth Social-ით პუტინთან ლაპარაკის დაწყებაზე გაავრცელა ცნობა.

"პრეზიდენტმა პუტინმა მომილოცა მე და შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დიდებული მიღწევა - რაზეც, მისი თქმით, ჩვენ საუკუნეები ვოცნებობდით. გულწრფელად მწამს, რომ ახლო აღმოსავლეთში წარმატება დაგვეხმარება ჩვენს მოლაპარაკებებში რუსეთ/უკრაინის ომის დასასრულებლად", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ით.

დონალდ ტრამპი, მათ შორის, იუწყება, რომ მან და პუტინმა ბევრი ილაპარაკეს ვაჭრობაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ: "საუბრის ბოლოს შევთანხმდით ჩვენი მაღალი რანგის მრჩევლების შეხვედრაზე მომავალ კვირაში. პირველ შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ასევე სხვა პირები, რომელთა სახელებიც დადგინდება. შეხვედრის ადგილი მოგვიანებით გაირკვევა".

ტრამპი აცხადებს, რომ ამის შემდეგ ის და პუტინი ერთმანეთს ბუდაპეშტში შეხვდებიან, ომის დასრულების შესახებ სალაპარაკოდ.

17 ოქტომბერს თეთრ სახლში ჩადის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი განიხილავენ პუტინთან ამ სატელეფონო საუბარს და "ბევრ სხვა საკითხს". ტრამპს არ უხსენებია კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG