Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტარმერი მოკავშირეებს უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიc Downing Street-ზე უმასპინძლა 24 ოქტომბერს, 2025 წელი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიc Downing Street-ზე უმასპინძლა 24 ოქტომბერს, 2025 წელი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას შორი დისტანციის იარაღი მიაწოდონ.

სტარმერმა ე.წ. „ნების კოალიციის“ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ მეტის გაკეთება შეიძლება. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში, თავის ოფიციალურ რეზიდენციაში მიიღო.


სტარმერმა თავისი ქვეყანა უკრაინის “უახლოეს მოკავშირედ და მხარდამჭერად” მოიხსენია.
როგორც BBC-ი იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაფართოების აუცილებლობას. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, შორი რადიუსის იარაღს და დრონებს.

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკვე ამარაგებენ უკრაინას შორი რადიუსის Storm Shadow-სა და Scalp-ის ტიპის სისტემებით.



ფორუმი

XS
SM
MD
LG