Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას პარტია დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს


გიორგი გახარიას პარტია - „გახარია საქართველოსთვის“ - სადავო პარლამენტში მუშაობას იწყებს.
გიორგი გახარიას პარტია - „გახარია საქართველოსთვის“ - სადავო პარლამენტში მუშაობას იწყებს.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია - „გახარია საქართველოსთვის“ - სადავო პარლამენტში მუშაობას იწყებს. დღეს, 28 ოქტომბერს, ისინი პირველად დაესწრებიან პლენარულ სხდომას. პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ თქვა, რომ მათი იქ ყოფნა ემსახურება „განსხვავებული აზრის დაბრუნებას პარლამენტში.

„ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არმიცემას. ეს ნიშნავს რეალობისთვის თვალის გასწორებას...“ - ამბობს გიორგი შარაშიძე.

მისი თქმით, სადავო პარლამენტს, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა მოუხსნა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების შესახებ „ტოტალურმა კამპანიამ“.

„მისასალმებელია, მართალია, დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას... სამწუხაროა, რომ ზოგმა პარტიამ დაიწვა უკანდასახევი ხიდები, შეიძლება დღეს უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, მაგრამ ამის შესაძლებლობა თავადვე მოუსპეს... “ - თქვა შალვა პაპუაშვილმა, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე, რომელსაც პირველად ესწრებიან „გახარია საქართველოსთვის“ წევრები.

მასალა განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG