„სამწუხაროდ, დღეს ისე ჩანს, რომ არც ევროკავშირს და არც ამერიკას, სუვერენული საქართველო არაფერში სჭირდებათ, მათ ჩვენი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად ჰყავთ მონიშნული, რომლის სათავეში თავიანთი აგენტები უნდა იყვნენ.
გარედან წამოსული არნახული ზეწოლის, ამ კუთხით ხელისუფლების უმოქმედობისა და ოპოზიციის ანტიქართული საქმიანობის ფონზე − მივიღეთ გადაწყვეტილება განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე“, - წერია განცხადებაში.
„ნეიტრალურ საქართველოს“ უნდა, ქვეყანას ნეიტრალური სტატუსი ჰქონდეს.
„ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მიზნების გაცხადებამდე ერთი დღით ადრე - გუშინ, 28 ოქტომბერს - „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ სამი ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა.
"ნეიტრალური საქართველო", რომლის დამფუძნებლებიც არიან ბიძინა გიორგობიანი, გელა ნიკოლაიშვილი, ვატო შაქარიშვილი და ნანა კაკაბაძე, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გზავნილების გამტარები არიან, რიგ შემთხვევაში ხელისუფლების „დამხმარე რგოლის“ როლს ასრულებენ სხვადასხვა ინიციატივის ლობირებისას.
მაგალითად, 2025 წლის 17 მარტს სწორედ ვატო შაქარაშვილისა და ნანა კაკაბაძის სარჩელის საფუძველზე დააყადაღეს იმ საქველმოქმედო ფონდების ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაკავებულებს ეხმარებოდნენ მსხვილი ფინანსური ჯარიმების გადახდაში.
ფორუმი