ადვოკატი ამბობს, რომ ზაზა ხუნდაძე თურქეთში იმყოფება სამკურნალოდ და ქვეყანა „შეგნებულად არ დაუტოვებია“. მან ორიოდე თვის წინ დატოვა პოსტი.
გრიგოლ ლილუაშვილი ზაზა ხუნდაძის მეჯვარეა.
მანამდე, 22 ოქტომბერს პროკურატურის მიერ ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ დააკავეს ვლადიმერ ხუნდაძის ძმა, კობა ხუნდაძე.
- კობა ხუნდაძე, - რომელიც წარსულში საქართველოს რკინიგზაში მუშაობდა, - არის სამშენებლო კომპანია „დაგი ბილდინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი.
- 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი, - კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას.
ადვოკატის თანახმად, - რომლის კომენტარსაც ტვ პირველი ავრცელებს, - ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძე „არ ყოფილა არცერთ ეტაპზე დაკითხული, არც ეჭვმიტანილი არც ბრალდებული“:
„მან არ იცოდა, რომ მის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. თავისი ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადალახა საქართველოს საზღვარი და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში“, - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმითვე, ქვეყანა დატოვა ასევე მანამ, სანამ მის ძმას დააკავებდნენ.
„არანაირი პირდაპირ ბრალდება მის წინააღმდეგ არ არსებობს და არც მტკიცებულებები. არსებობს მხოლოდ ერთადერთი მოწმის არაპირდაპირი ჩვენება, გოგიჩაიშვილზეა საუბარი, რომელიც ამბობს, რომ არანაირი ფული არანაირი რაიმე არ მოუთხოვია", - ამბობს ადვოკატი.
პროკურატურის თანახმად, ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.
გორის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
რაც შეეხება ზაზა ხუნდაძის ძმას, კობა ხუნდაძეს - ის სხვა საქმეზეა დაკავებული.
პასუხისგებაშია მიცემული სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის კიდევ ორი წევრი:
- ბიჭიკო პაიკიძე, გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი, ნათლულის მამა, ვანში „ოცნების“ დეპუტატი და ბიზნესმენი; მასზე 24 სექტემბრიდან ძებნაა გამოცხადებული;
- ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში:
ფორუმი