Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარელში ორ დღეში ორი ძაღლი „განსაკუთრებული სისასტიკით“ მოკლეს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ყვარელში ორ დღეში ორი ძაღლი მოკლეს. „განსაკუთრებული სისასტიკით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შემთხვევა 31 ოქტომბერსა და პირველ ნოემბერს მოხდა. ბრალდებული დაკავებულია.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - 2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ასევე ნახეთ

ფორუმი

XS
SM
MD
LG