გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო გუშინ 2 ნოემბერს დაკავებულ სამ დემონსტრანტს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
- ვერიკო ზამთარაძეს - 5-დღიანი;
- ლევან ბუტიკაშვილს - 5-დღიანი;
- სერგეი ყანჩელს კი ყველაზე მეტი, 14 დღე.
დღეს გაიმართა კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის თათა ფერაძის სასამართლო, რომელიც გადაიდო. მოსამართლე შსს-ს მტკიცებულებების მოტანა დაავალა, შეცდომით იყო შევსებული დაკავების ოქმიც.
ამასთან, გამკაცრებული კანონის ამოქმედების შემდეგ პირველად, გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს ზურაბ მენთეშაშვილი, რომელმაც ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ იზოლატორი სამი დღის წინ დატოვა. მას ბრალს, ხვალ 3 ნოემბერს წაუყენებენ.
მხოლოდ წინა ხუთი დღის განმავლობაში - 27-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით - რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების 29 მონაწილე დააკავეს.
გამკაცრებული კანონმდებლობის მიუხედავად, აქციები გრძელდება. დემონსტრანტები გარკვეული დროით მაინც კეტავენ რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობას.
გრძელდება აქციის მონაწილეთა ყოველდღიური დაკავებები.
ფორუმი