Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა აკრძალა შენგენის მრავალჯერადი ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე


ევროკავშირმა აკრძალა შენგენის მრავალჯერადი ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზe, 2025 წლის 7 ნოემბერი
ევროკავშირმა აკრძალა შენგენის მრავალჯერადი ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზe, 2025 წლის 7 ნოემბერი

ევროკომისიამ, გარკვეული გამონაკლისების დაშვებით, აკრძალა შენგენის ზონის მრავალჯერადი ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე. ეს წესი ვრცელდება არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებზე, არამედ შენგენის სივრცის სხვა სახელმწიფოებზეც - მაგალითად, შვეიცარიასა და ნორვეგიაზე.

დამტკიცებული აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც მრავალჯერადი ვიზისთვის განაცხადი ქვეყნის შიგნით შეაქვთ, ამგვარი ვიზები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გაიცემა.

გამონაკლისი დაშვებულია რუსეთის იმ მოქალაქეთა ახლო ნათესავებისთვის, რომლებიც შენგენის ზონის ქვეყნებში ცხოვრობენ, ან ევროკავშირის სახელმწიფოთა მოქალაქეები არიან, ასევე ტრანსპორტის სფეროს თანამშრომლებისთვის.

დასაბუთებულ შემთხვევებში მრავალჯერად ვიზებს გასცემენ დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე, უფლებადამცველებზე და რეჟიმის მოწინააღმდეგეებზე.

ჩვეულებრივ, სავიზო საკითხები წყდება ცალკეული ქვეყნების დონეზე, თუმცა ამ შემთხვევაში ევროკავშირი მოიხმობს თავის უფლებას ვიზების გაცემა შეზღუდოს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა ეს უკავშირდება მიგრაციულ საფრთხეებს და უშიშროებას.

გადაწყვეტილების მიზეზებად მოტანილია რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა, რუსეთიდან მომავალი კიბერსაფრთხეები და სამრეწველო შპიონაჟი, ასევე ვიზებით პოტენციურად ბოროტად სარგებლობა პროპაგანდის მიზნებისთვის და "რუსეთის მხრიდან მიგრაციის იარაღის რანგში გამოყენება".

ფორუმი

XS
SM
MD
LG