Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია: ფინეთმა გააძევა "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი, რომელიც თავშესაფარს ითხოვდა


სასაზღვრო დაცვა ადასტურებს, რომ გაძევებულ პირს სამხედრო წარსული აქვს.
სასაზღვრო დაცვა ადასტურებს, რომ გაძევებულ პირს სამხედრო წარსული აქვს.

ფინეთმა გააძევა რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მანამდე უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი - იუწყება ფინეთის მედია.

გავრცელებული ცნობებით, პირის სახელია ევგენი, ის არის გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი, რომელმაც რუსეთი დატოვა და ფინეთში თავშესაფარს ითხოვდა.

სასაზღვრო დაცვა ადასტურებს, რომ გაძევებულ პირს სამხედრო წარსული აქვს. მისი გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საემიგრაციო სამსახურმა. 14 ნოემბერს პირი პატრულმა მიაცილა ნიირალის გამშვებ პუნქტთან.

რუსეთის ეს მოქალაქე 17 ივნისს დააკავეს, საზღვრის უკანონოდ გადალახვის შემდეგ. მედიამ მიაგნო ფოტოებს, რომლებზეც იგი უკრაინის აღმოსავლეთშია გადაღებული. თავად ეს პირი ჰყვებოდა ომში მონაწილეობის შესახებ.

სოციალურ ქსელებში იგი თავს წარადგენდა "ვაგნერის" მებრძოლად, მის პროფილებზე ატვირთულია ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას. ფინეთში ჩასვლის შემდეგ მან საერთაშორისო მფარველობაზე შეიტანა შუამდგომლობა.

კრემლის მომხრე ჟურნალისტი, კოსტი ჰეისკანენი იწრმუნებოდა, რომ დაკავებულის სახელია ჟასლან მუსტახანოვი, და მას ევგენი შპარტუნის სახელითაც იცნობენ.

"მედიაზონის" მონაცემებით, მუსტახანოვი 1992 წელს, ომსკშია დაბადებული და ექვსჯერაა ნასამართლევი. 2023 წლის შემოდგომაზე იგი საიუველირო მაღაზიის ძარცვის ეჭვით დააკავეს, 2024 წლის ივნისში ექვსი წლით მიუსაჯეს პატიმრობა. გაურკვეველია ის როდის გათავისუფლდა და როგორ აღმოჩნდა ფრონტზე.

2025 წლის დასაწყისში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში მუსტახანოვმა გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ფინეთის მედია წერდა, რომ ეს ვიდეო, შესაძლოა, ჩაიწერა მას მერე, რაც პირი უკვე დაკავებული იყო ფინეთში - თუმცა თავად ის ამას არ ადასტურებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG