Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ადასტურებს დარტყმას რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 15 ნოემბერს, დილით იუწყებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის რეგიონების თავზე ჩამოაგდეს უკრაინის 64 დრონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 15 ნოემბერს, დილით იუწყებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის რეგიონების თავზე ჩამოაგდეს უკრაინის 64 დრონი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს ცნობებს, რომ 15 ნოემბრის ღამეს უკრაინის არმიამ იერიში მიიტანა რუსეთში, რიაზანში განთავსებულ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ობიექტის ტერიტორიაზე აღირიცხა აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი.

მანამდე რიაზანის ოლქის გუბერნატორი, პაველ მალკოვი ამბობდა, რომ დრონებით შეტევისას "ნამსხვრევების ჩამოვარდნის" შემდეგ ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. გუბერნატორს საწარმოს სახელი არ დაუზუსტებია. დაშავებულები არ არიან, ზარალის მასშტაბი დადგენის პროცესშია - აცხადებს მალკოვი.

რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო მოცულობის კუთხით ერთ-ერთია ხუთი მსგავსი ობიექტიდან რუსეთში. ის წელიწადში გადაამუშავებს 17 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 15 ნოემბერს, დილით იუწყებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის რეგიონების თავზე ჩამოაგდეს უკრაინის 64 დრონი - მათგან 25 რიაზანის ოლქის თავზე, 17 - როსტოვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG