ათასობით ადამიანი გავიდა დედაქალაქის ისტორიულ მთავარ მოედანზე, დემონსტრაციის სულისჩამდგმელები იყვნენ ახალგაზრდა მექსიკელები და ადგილობრივი ე.წ. "სომბრეროს მოძრაობის" მომხრეები. ეს მოძრაობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოკლეს ერთ-ერთი ქალაქის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით ცნობილი მერი.
სააგენტო AFP იუწყება, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობდა ყველა ასაკის მოქალაქე. აქცია გაიმართა ეროვნული სასახლის წინ, სადაც პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი ცხოვრობს და მუშაობს.
რამდენიმე დემონსტრანტმა შეანგრია სასახლის გარშემო მდებარე მეტალის ბარიერები და პოლიციას ქვები დაუშინა, რასაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზის გაშვებით უპასუხა - იუწყება სააგენტო.
მეხიკოს პოლიციის ცნობით, დაშავდა 20 დემონსტრანტი და 100 პოლიციელი, 40 პოლიციელი საავადმყოფოშია მოთავსებული. 20 პირი დააკავეს.
ფორუმი