Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ მოამზადა შეთანხმება გაზის საბერძნეთიდან იმპორტზე


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ შეათანხმა გაზის საბერძნეთიდან მიღების ახალი მარშრუტი - იუწყება პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, შეთანხმება შესაძლებელს გახდის იმ დანაკარგის კომპენსაციას, რომელსაც უკრაინაში წარმოება რუსეთის დარტყმების შედეგად განიცდის.

"ეს იქნება გაზის მიწოდების კიდევ ერთი მარშრუტი, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უკრაინისთვის გაზის იმპორტის მარშრუტები ზამთარში. ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმებები გაზის იმპორტის დაფინანსებაზე და საჭიროებას თითქმის ორი მილიარდი ევროთი დავფარავთ", - წერს ზელენსკი ტელეგრამში.

როგორც აღინიშნება, ფინანსური მხარდამჭერები არიან უკრაინის ევროპელი პარტნიორები და ევროპული ბანკები, ევროკომისიის გარანტიის ფარგლებში.

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის გაზის პირველი პარტია იანვარში წამოვა. საწვავს ალექსანდრუპოლისიდან ოდესაში ჩაიტანენ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, მისი ქვეყანა ხდება საკვანძო სატრანზიტო პუნქტი ამერიკული გათხიერებული გაზის მიწოდებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

Bloomberg-ის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბრისთვის რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში ბუნებრივი გაზის წარმოების ნახევარზე მეტი განადგურდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG