იურიდიულ ფორუმზე გამოსვლისას, არაყჩიმ 16 ნოემბერს თქვა, რომ ირანში ყველა გამამდიდრებელი ობიექტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დაცვისა და მეთვალყურეობის ქვეშაა.
"ირანში არ მიმდინარეობს ურანის ფარული გამდიდრება... გამდიდრება არ ხდება, რადგან ჩვენს გამამდიდრებელ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა", - არაყჩის ამ სიტყვებს ავრცელებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.
ისრაელისა და აშშ-ის მიერ ივნისში განხორციელებული შეტევების სამიზნე იყო საკვანძო სამხედრო და ატომური ობიექტები.
ოფიციალური პირები ზიანის მასშტაბის განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ, რაც ქმნის ქაოსის შთაბეჭდილებას ირანის რეჟიმის რიგებში და ასევე აღძრავს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა დარჩა თეირანის ატომური პროგრამიდან - რომელიც, ირანის მტკიცებით, მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.
თავდასხმების შედეგად ირანმა გადასინჯა თავისი ატომური სტრატეგია. მას შემდეგ, რაც მის ატომურ პროგრამაზე საერთაშორისო მეთვალყურეობის დასასრული გამოაცხადა - 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებისთვის ვადის გასვლის გამო. ირანი, რომელიც აცხადებს, რომ არასდროს უცდია და არც აპირებს თავისი ატომური პროგრამის იარაღად გადაქცევას, ახლა მოქმედებს სტრატეგიული ბუნდოვანების ფორმით.
IAEA-ის ცნობით, ივნისის იერიშებამდე ირანს ჰქონდა 400 კილოგრამზე მეტი, 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი. გაურკვეველია რა მოცულობის გამდიდრებული მასალაა გადარჩენილი. ამჟამად ატომური იარაღი შეადგენს 93,5 პროცენტამდე გამდიდრებულ ურან-235-ს.
ვაშინგტონში განთავსებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ექსპერტები ახლახან მოპოვებული სატელიტური ფოტოების საფუძველზე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მაშინ, როცა აქტივობა პრაქტიკულად არ აღინიშნება იერიშების სამიზნე სამ ობიექტზე - ისპაჰანში, ნათანზსა და ფორდოში - ირანმა გააძლიერა სამშენებლო სამუშაო ნათანზთან ახლოს, მთაში მდებარე ადგილას.
ფორუმი