5 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდებოდა ვაცლავ ჰაველს - ჩეხ დრამატურგს, პოლიტიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, აღმოსავლეთ ევროპის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ფიგურას. ამ თარიღს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ როგორც ჰაველის სამშობლოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ამ ფოტოგალერეაში იხილავთ ჰაველის ორი მეგობრის, ფოტოგრაფების, ბოჰდან ჰოლომიჩეკისა და ტომკი ნემეცის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებულ სურათებს, რომლებიც დისიდენტისა და ინტელექტუალის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს.
ვაცლავ ჰაველი მეგობრების ფოტოობიექტივში

11
ვაცლავ ჰაველი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი პრაღის წმიდა ვაცლავის მოედანზე (1990 წლის 18 სექტემბერი).

12
პორტუგალიაში ვიზიტის დროს, 1990 წლის 14 დეკემბერს, ჰაველი ეწვია კაბო და როკას, ევროპის კონტინენტის უკიდურეს დასავლეთ წერტილს.

13
ვაცლავ ჰაველი და მისი ცოლი, ოლგა, და პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ ვალენსა ლოცვას წარმოთქვამენ ოფიციალური სადილის წინ (სურათი გადაღებულია პრაღის კრემლში, 1991 წლის 16 სექტემბერს).

14
პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი ფოტოსესიაზე, 1992 წელს.

15
ოლგას გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში ჰაველმა მეორედ იქორწინა - ცოლად შეირთო ცნობილი მსახიობი დაგმარ ვეშკრნიოვა (სურათი გადაღებულია ჰრადეჩეკში, დაახლოებით 2000 წელს).

16
2003 წლის იანვარი, ჰაველი მზად არის საპრეზიდენტო რეზიდენციის დასატოვებლად - მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა.